Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აშშ-ში 124 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, ჩინეთში - 74.9 მილიონი, ევროკავშირში - 57.2 მილიონი

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 447 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 11 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ყველაზე მეტი - 124.4 მილიონი ადამიანი აშშ-შია აცრილი, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც ვაქცინა 74.9 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, მესამეზე კი ევროკავშირია 57.2 მილიონი ვაქცინირებულით. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდა.

ისრაელის გარდა ვაქცინაცია განსაკუთრებული სისწრაფით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩილეში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აშშ-ში 124 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, ჩინეთში - 74.9 მილიონი, ევროკავშირში - 57.2 მილიონი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა