თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ დიპლომატს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მრავალწლიანი ორმხრივი მხარდაჭერა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში ესტონეთის წვლილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ესტონეთის კონტრიბუცია.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოში ინტეგრაციის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონეთის ელჩთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა. შეხვედრას ესტონეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარვი დაესწრო“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა