თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე - მონიტორინგის პირველად შედეგს ხვალ დავდებთ - მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ მათი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს ხვალ დადებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე დინამიკაში მოსული მეწყერია, რასაც თან მოჰყვება ქვათა ცვენა. ამასთან, როგორც ის განმარტავს, მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს.

"ხვალისთვის ჩვენი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს დადებს, თუ რა დავინახეთ, რა მდგომარეობაშია, დეფორმაციის სიჩქარე როგორია, ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი, მაგრამ მიახლოებულ შეფასებას დავდებთ. მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი ხედვის შესახებ. ეს არის მოძრაობაში მოსული მეწყერი, ცხადია, ამას არ უნდა კვლევა, ჩვეულებრივი მოქალაქეც ხვდება რომ დინამიკაში მოსული მეწყერია, აუცილებლად იქნება ქვათა ცვენა და ასე შემდეგ. ყველა ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს, რაც ხდება, აუცილებელია მონიტორინგი, რომ დავინახოთ საით მოძრაობს ის, რა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა კონტროლირდებოდეს. ვადები გადამწყვეტია, ნალექების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს. მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს, ნებისმიერი ვიბრაცია პრობლემაა",-განაცხადა გოდოლაძემ.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი კვლევის სამუშაოებში დღესვე ჩაერთვნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა