მედია - ევროსაბჭომ რუსეთის, ჩინეთისა და ლიბიის 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის, ჩინეთისა და ლიბიის 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„შავი სია” დამტკიცებულია. მასში 11 ფიზიკური პირია შესული, მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და ლიბიის მოქალაქეები,“- განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, სანქციების დაწესების მიზეზი აღნიშნული მოქალაქეების ადამიანის უფლებების დარღევაში მონაწილეობაა.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ სანქციების თანახმად, აღნიშნულ 11 პირს, რომელთა სახელები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ, ბლოკის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე კი მათი აქტივები გაიყინება.

ცნობისათვის, დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის დასჯის მიზნით მათ წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება „არაგონივრული“ ნაბიჯია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო