დავით სერგეენკო - გამიჭირდება თქმა, თუ როგორი კონფიგურაცია, რა სცენარები შეიძლება იყოს, გიორგი გახარიას განცხადება მედიიდან გავიგე

გამიჭირდება თქმა, თუ როგორი კონფიგურაცია, რა სცენარები შეიძლება იყოს, გიორგი გახარიას განცხადება მედიიდან გავიგე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას უთხრა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, გიორგი გახარია გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა იყო.

„მისი განცხადება დღეს მოვისმინე, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, თუმცა, რაიმეს მოდელირება თუ როგორი კონფიგურაცია, რა სცენარები შეიძლება იყოს, გამიჭირდება თქმა. მან უნდა გააკეთოს თავისი გეგმების პრეზენტაცია, რას აპირებს და ამის მერე უფრო ადვილი იქნება. მე მართლა არ მაქვს ინფორმაცია, მედიიდან გავიგე, გამიჭირდება პროგნოზირება გავაკეთო“,- განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას გახარია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, სერგეენკოს თქმით, „ოპოზიცია და პოზიცია პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია“.

„თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება რა ხედვას წარმოადგენს გიორგი გახარია. ალბათ ეს იქნება ის, რასაც მსჯელობაში უნდა დავეყრდნოთ“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. „არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს