პოლონელი მედიკოსები ნატოს შტაბბინის თანამშრომლებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიან

ოცზე მეტი პოლონელი ექიმი ბრიუსელში ნატოს შტაბბინის თანამშრომლების ასაცრელად ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი EURACTIV-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნატოს შტაბბინის 3 500 თანამშრომელს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატომ პოლონელი ექიმები ალიანსის შტაბბინაში ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად ოფიციალურად მიიწვია.

EURACTIV-ი წერს, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთს ნატო-ს შტაბბინაში ვაქცინაციის პროცესის განსახორციელებლად მზადყოფნის გამოხატვის გამო მადლობა გადაუხადა.

ნატოს შტაბბინის თანამშრომლების ვაქცინაციის კამპანია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა