საქართველო 5 ქვეყნის მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია "აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 25-26 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საქართველო პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას ,,ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად.“

ღონისძიება თემაზე "მომავალი მწვანე და ინკლუზიურია,“ ვირტუალურ ფორმატში გაიმართება და ისეთი საკითხების განხილვას მიეძღვნება, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

„კონფერენციას გახსნიან გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი სანდა ოჯიამბო, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი სალო­მე ზურაბიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი. ასევე, ღონისძიების სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენილი იქნებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდეგი ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი.

ღონისძიება ღიაა ყველა მონაწილისთვის.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიება შვედეთის მთავრობის და IFC-ის პროგრამის მხარდაჭერით იმართება, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს SECO-სთან პარტნიორობით ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა