იენს სტოლტენბერგი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია, ამის მიზეზია რუსეთის ქცევა, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს და იყენებს სამხედრო ძალას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

გარკვეული დროა, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც მან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბოლო დროს კიდევ უფრო დაძაბულ ურთიერთობასა და ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინზე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„გარკვეული დროა, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის კიბერთავდასხმებზე, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე და ა.შ. რუსეთის ასეთმა ქცევამ განაპირობა ალიანსის ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის შემდეგ, მათ შორის ჩვენი ძალების მაღალი მზადყოფნა, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის საბრძოლო დანაყოფების გაგზავნა და დაფინანსების გაზრდა. ასევე ვზრდით ძალისხმევას კიბერ თავდაცვის მიმართულებით, რუსეთის ქცევას მკაფიო დაგმობა, მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობიან დემონსტრანტებს ესხმის თავს. საბოლოო ჯამში, რუსეთის სახელმწიფოს ქცევაზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ჩვენ ვნახეთ აგრესიული ქმედებები, მათ შორის ოპონენტების მკვლელობის მცდელობა, ნატო ასევე შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ რუსეთმა ავღანეთში მყოფი ნატო-ს ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა. ეს არის ქცევის ნიმუში, რომელიც მიუღებელია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა