იენს სტოლტენბერგი - კარი ღიაა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ალიანსში

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სხვადასხვა გზით, მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერით და ასეც გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს კარი ღია რჩება იმ ასპირანტი ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

„ნატო-ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ცხადად აჩვენებს, რომ ჩვენი კარი ღიაა და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა, რომელიც ნატოში ხდება, როდესაც ალიანსის წევრები თანხმდებიან და როდესაც ქვეყანა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, აკმაყოფილებს სტანდარტებს. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე გზავნილი გადავეცი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სხვადასხვა გზით, მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერით და ასეც გავაგრძელებთ. ვერ ვისაუბრებ შეერთებული შტატების სახელით, მაგრამ მოუთმენლად ველოდები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის ხილვას აქ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრიალზე და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი. არც ერთ სხვა ქვეყანას, ნატო-ს წევრების და ასპირანტი სახელმწიფოების გარდა არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ქვეყანა ნატოს წევრი. ყოველი სუვერენული ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, უკრაინის ან ბოსნია-ჰერცეგოვინას, უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით