ადამ კინზინგერი - რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია, ის ტირანია, რომელიც თავს ესხმის თავისუფლების მოყვარულ ხალხს და მათ არჩევნებს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებებს თავისუფლების მოყვარულ ხალხზე თავდასხმას უწოდებს.

მისი თქმით, პუტინი „ტირანია, რომელიც დაუსჯელად მოქმედებს“.

„რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია. ის არის ტირანი, რომელიც თავს ესხმის თავისუფლების მოყვარულ ხალხს და მათ არჩევნებს. იგი დაეხმარა ასადს სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვის მოკვლაში და აწამა აქტივისტები ბელარუსში. ის მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს და დაუსჯელად მოქმედებს. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ამერიკას“, - წერს კინზინგერი „ტვიტერის“ პოსტში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა