ბულგარეთმა კიდევ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ - გრატად გამოაცხადა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუს დიპლომატებს 72 საათი მიეცათ ბულგარეთის ტერიტორიის დასატოვებლად.

არსებული ინფორმაციით, სამინისტრომ მანამდე მიიღო წერილი გენერალური პროკურატურიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსი დიპლომატების საქმიანობა, რომლითაც ისინი იყვნენ დაკავებული, არ შეესაბამება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას.

არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლების ალექსანდრე ზინკინსა და მაქსიმ რიბკინზე, რომლებიც საელჩოში იკავებენ პირველი და მეორე მდივნის თანამდებობებს.

არსებული ინფორმაციით, მათ გასულ კვირას ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი დაკავებულისგან ივამ ილიევისგან მიიღეს წვდომა ნატოსთან დაკავშირებულ საიდუმლო მასალებზე.

ცნობისთვის, 18 მარტს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საიდუმლო ოპერაციის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულები რუსეთის მოქალაქეები არ არიან.

დაკავებულთაგან ორი ბულგარეთის სამხედრო მოსამსახურეა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბულგარეთიდან ექვსი რუსი ჯაშუში გააძევეს. ისინი დიპლომატიურ სამსახურის საფარქვეშ მოქმედებდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს