ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 23 მარტს ჩაიტარებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 23 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს. ამის შესახებ მან ვაქცინის წარმოების გაზრდისა და მოსახლეობის ვაქცინაციის მიმდინარეობის საკითხებზე გამართული ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია არის თითოეული ადამიანის პირადი და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება.

"ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის ნებაყოფლობითი არჩევანია, თითოეული ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა. სხვათა შორის, ამას ხვალ გავაკეთებ. ჩვენ მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ გვქონდეს კოლექტიური იმუნიტეტი. სიტუაციის სრულად დასტაბილურებისთვის, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი“, - აღნიშნა პუტინმა.

მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ დააზუსტა, სამიდან რომელი რუსული ვაქცინით აიცრება პუტინი, თუმცა დაადასტურა, რომ ეს ეროვნული წარმოების ვაქცინა იქნება.

თავის მხრივ, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ექვს მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო რუსული ვაქცინის ერთი კომპონენტი მაინც. პუტინი ირწმუნება, რომ რუსული ვაქცინები აბსოლუტურად საიმედო და უსაფრთხოა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოური პრეპარატები არ აჩვენებენ დაცვის ასეთ მაღალ ხარისხს.

”ეს ჩვენი ადგილობრივი მეცნიერების და სპეციალისტების უპირობო წარმატებაა. ის ასევე აღიარებულია საზღვარგარეთ”, - თქვა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა