გოგი წულაია - მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, იმის შიშით, რომ ევროპასთან არ დაგასმინონ, ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისთვის

ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც ის კოლეგებს - ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს, ის ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად აღიარონ.

წულაია საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს კითხვითაც მიმართავს - თუკი, გიორგი რურუა და ნიკა მელია პოლიტპატიმრები არიან, მხოლოდ მას შეხვდა პატიოსანი, უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გაასამართლა?

„ჩემო მეგობრებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61-ე საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა გებელსები 21-ე საუკენშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ, ვარ ეროვნულ მოძრაობაში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს წინააღმდეგ გაწეულ ძალადობას.

ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს, ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი „ნამახვანჰესის“ აშნებას რამეთუ, ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ზუსტად აქ მტკიცდება, რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი არის გებელსი, გერინგი, ბერია და ასე შემდეგ.

ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე, ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუკი, ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო, ასე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველოში, სამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა )არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი, უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკაა და თუ ასე არ ფიქრობთ, იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი, რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო, ადამიანებო, რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო, ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას! პატივისცემით, თქვენი გოგი წულაია”, - წერს წულაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა