ტედროს ადანომ გებრეისუსი აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე - ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

„ასტრაზენეკას“ მაგალითს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სხვა მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ და ლიცენზია გასცენ, რომ მათი ტექნოლოგია სხვებმაც გამოიყენონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი ვაქცინების წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაქცინების არათანაბარი განაწილება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარყოფითად მოქმედებს.

„განსხვავება მდიდარი ქვეყნების მიერ მიღებული ვაქცინების რაოდენობასა და „კოვაქსის“ საშუალებით მიღებულ რაოდენობას შორის იზრდება და ყოველდღე უფრო გროტესკული ხდება. ვაქცინების არათანაბარი განაწილება არა მხოლოდ მორალურად აღმაშფოთებელია, ის ასევე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით თვით-დამარცხების გამომწვევია,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი ასევე გამოეხმაურა აშშ-ში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც ვაქცინა 79%-ით ეფექტურია და ამასთან, თრომბის წარმოქმნის რისკს არ ზრდის.

„ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა