მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი - 100 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 100 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი - 100 მილიონს გადააჭარბა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა