სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 68 წლის პრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლე და ცხრა თანაშემწეც აიცრა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია თებერვლის ბოლოს დაიწყო და დღემდე ქვეყანაში 680 000-მდე მედიკოსი და მძიმე ავადმყოფი აიცრა, რომლებიც დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ხელისუფლება გეგმავს, რომ 52 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ივნისამდე აიცრება.

სამხრეთ კორეაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 346 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 99 421-მდე გაიზარდა, დაღუპულია 1 704 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა