სერგეი ლავროვი - ბრიუსელის ცალმხრივმა ნაბიჯებმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგურა

ევროკავშირთან ურთიერთობების მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია ბრიუსელის მიერ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯებით, ამიტომ მოსკოვს ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა აღარ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგა ვან ისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან, არანაირი ურთიერთობები არ არსებობს. ამ ურთიერთობების მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია ბრიუსელის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებებით”, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაზრდელად საჭირო კონტაქტებისთვის მზად მაშინ იქნება, როდესაც ბრიუსელი ორმხრივ ურთიერთობებში ანომალიების აღმოფხვრას აუცილებლობად ჩათვლის.

„როდესაც ევროპელები ჩათვლიან, რომ საჭიროა მათ უდიდეს მეზობელთან ურთიერთობებში ანომალიების აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით, გავზარდოთ თანასწორობასა და ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებული ურთიერთობები,“- აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა