ანგელა მერკელი - ჩვენ ახლა, არსებითად, ახალ პანდემიაში ვართ, ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანას განსხავებული მახასიათებლების მქონე ვირუსთან უწევს ბრძოლა.

„ჩვენ ახლა, არსებითად, ახალ პანდემიაში ვართ. ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა. პრინციპში, ახალი ტიპის, მაგრამ ძალიან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ვირუსის წინაშე ვდგავართ, რომელიც უფრო ფატალური და უფრო გადამდებია“, - აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა გუშინ გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ „ლოქდაუნის“ 18 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია. სუპერმარკეტები მხოლოდ შაბათ დღეს, 3 აპრილს, იმუშავებენ. აღდგომის დღეებში მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, კერძო წვეულებებზე შეკრებილების რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს და სტუმრების მიღება მხოლოდ ერთი ოჯახიდან იქნება დასაშვები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა