Bloomberg - ისრაელში მოსახლეობის 50.6% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 134 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 458 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 11.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 126 მილიონი ადამიანი აშშ-შია აცრილი, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც ვაქცინა 74.9 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, მესამეზე კი ევროკავშირია 58 მილიონი ვაქცინირებულით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 50.6%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 13.5%-მა მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო