NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, „ქართულ ოცნებას“ – 23%, „ნაცმოძრაობას“ კი - 7% ასახელებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია - 40 %, „ქართული ოცნება“ – 23 %, უარი პასუხზე - 14 %, არ ვიცი -8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7 %, სხვა პარტიები - 7 %.

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს