NDI - გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა ეფექტურია

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 50 % მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საპასუხოდ, მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური ან არაეფექტურია საქართველოში კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ ეფექტურია. 37 % ამბობს, რომ არაეფექტურია, ხოლო 13 %-მა არ იცის.

გარდა ამისა, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა ეფექტურია.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური ან არაეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ ეფექტურია, 30 % ფიქრობს, რომ არაეფექტურია, ხოლო 28 პროცენტმა არ იცის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა