თამარ გაბუნია - ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში

ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. ახლა მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება,ასევე, სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი, თუ არ იცრება და არ ენდობა ამ ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI -ის კვლევას, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა იკვეთება.

„საინფორამციო კამპანია ნელა იკრებს ძალას. ჩვენ საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინა რეალურად შემოვიდა. ამის განმარტება გახლდათ ის, რომ ვაქცინაციისთვის პირველი ჯგუფი იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე, მათ უკვე იცოდნენ, თუ რა ვაქცინას შესთავაზებდა მათ პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ უკვე ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური. საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. გეთანხმებით, რომ საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო კამპანიის დაწყება ვაქცინაციის გეგმით ასეც იყო დაგეგმილი, ანუ ფართო საინფორმაციო კამპანიაზე მაქვს საუბარი, რადგან ზოგადად, გეგმის თანახმად, მოსახლეობის მოცვა არის მე-2 კვარტლის ბოლოდან მე-3 და მე-4 კვარტალი. ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ ანტივაქსერები, ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას, გარკვეულწილად დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში. რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური? ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი. ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. ამდენად, ახლა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება,ასევე, სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება და არ ენდობა ამ ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან და ვაქცინაცია მათთვის სასიკეთო იქნება. ამდენად, აქ არის ისევ და ისევ მაგალითი ის, რომ ჩვენ მივიღოთ გარკვეულ პერიდში სამედიცინო პერსონალის მაღალი აქტივობა და ასევე, მოსახლეობაც იყოს მეტად ინფორმირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის