ეკატერინე ტიკარაძე - ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციამდე სავალდებულოა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, შესაბამისად, მედპერსონალი მიჰყვება დადგენილ სტანდარტებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს კორონავირუსი ვაქცინაციამდე ჰქონდა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აღნიშნულ მედდას ტესტი ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაციამდე. ეს მიუთითებს იმას, რომ მას კოვიდინფექცია ჰქონდა ვაქცინაციამდე. ჩემთვის ცნობილი არის რომ, მას ჰქონდა გაკეთებული PCR ტესტი და ეს პასუხი მოვიდა ორი დღის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მან ჩაიტარა ვაქცინაცია. ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ვაქცინაციამდე სავალდებულო არის ტესტის ჩატარება და შესაბამისად, ჩვენი მედპერსონალი მიჰყვება იმ დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გვაქვს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულების ექთანს, ტესტი კორონავირუსზე 18 მარტს ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხის შემდეგ კი იმავე დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კორონავირუსი ექთანს 20 მარტს მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც წინა დღეს კორონავირუსის დიაგნოზი მის მეუღლეს დაუსვეს.

„Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ PCR ტესტირებას, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.

ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა covid-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა covid-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისთვის, ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა