სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილეს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, შიდა პოლიტიკური ატმოსფეროს გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ წინა პლანზე წამოწიეს არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ორგანიზებისკენ მიმართული აუცილებელი ნაბიჯების განხორციელების საკითხი, მათ შორის კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფის გზით”, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა