ნატო - რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მინისტერიალის ფარგლებში, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც არსებული გამოწვევების ჩამონათვალში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც არის საუბარი.

განცხადებაში საუბარია ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზეც.

„ნატო გააგრძელებს ადაპტირებას. ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმი ყველა ფორმით და გამოვლინებით ყველა ჩვენგანისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება. მკაცრი და ავტორიტარული ძალები და არასახელმწიფოებრივი აქტორები გამოწვევას წარმოადგენენ კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეებით თუ ახალი ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ნატო აგრძელებს თავდაცვისა და ოპერატიული ეფექტურობის უზრუნველყოფას პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე.

„კოვიდ-19-ის პანდემია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მუდმივად განვითარებადი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვისა და ოპერატიული ეფექტურობის უზრუნველყოფას ამ კრიზისის განმავლობაში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც ამ პანდემიას ებრძვის ყველა ჩვენს წევრ ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 23-24 მარტს, ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო