კახა კახიშვილი - როდესაც ამბობ, არაფერს დავთმობო, ამას მოლაპარაკება არ ჰქვია, ჰქვია ულტიმატუმებით საუბარი - ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს პარლამენტში

როდესაც შენ იძახი არაფერს არ დავთმობო - ამას მოლაპარაკება არ ჰქვია, ამას ჰქვია ულტიმატუმებით საუბარი - ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, ცხარე დებატები იქნება, უფრო მეტი რეაქცია და ცეცხლი იქნება.

დეპუტატის თქმით, სჯობს პარლამენტში მოგვარდეს საკითხები, ვიდრე ქუჩაში.

“მე ვფიქრობ, რომ ყველა გზა უნდა გამოინახოს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ყველანი ვფიქრობთ ამ ქვეყნის განვითარებაზე და უნდა გამოინახოს აუცილებლად კომპრომისები. კომპრომისები და მოლაპარაკებები რას ნიშნავს? მოლაპარაკებები ნიშნავს იმას, რომ რაღაც შენ უნდა დათმო აუცილებლად, რაღაც უნდა დათმოს შენმა ოპონენტმა, სხვა შემთხვევაში ამას უკვე მოლაპარაკება არ ჰქვია. როდესაც შენ იძახი არაფერს არ დავთმობ, ამას მოლაპარაკება არ ჰქვია, ამას ჰქვია ულტიმატუმებით საუბარი. ამიტომ ევროკავშირის ფუნქციაც და როლიც იმაშია დღეს, რომ აუცილებელია მოხდეს ყველანაირი პოლიტიკური პროცესის გადატანა პარლამენტში არა იმიტომ, რომ ეს აწყობს ევროკავშირს, არა იმიტომ, რომ ეს აწყობს “ქართულ ოცნებას”, არამედ ეს ქვეყანას სჭირდება.

ხომ ვხედავთ, როგორი ვითარებაა ჩვენს რეგიონში, როგორ მომენტალურად იცვლება გეოპოლიტიკური პროცესები ჩვენს ირგვლივ, ბუნებრივია, რომ ჩვენი არაგულშემატკივრების გეგმაში ჩვენ ვზივართ, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური წერტილი, ამიტომ საკუთარ ეგოებს და საკუთარ ამბიციებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. ვსაუბრობ სრული პასუხისმგებლობით, რომ ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს პარლამენტში, თუნდაც ცხარე იყოს დებატები და უფრო რთული პლენარული სხდომები იქნება, უფრო რთული საკომიტეტო მოსმენები იქნება, უფრო მეტი რეაქცია და ცეცხლი იქნება, მაგრამ ჯობია პარლამენტში მოგვარდეს ეს საკითხები ვიდრე ქუჩაში, სადაც შესაძლებელია, რომ ერთმა წკიპმა გახადოს უმართავი პროცესები”, - განაცხადა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა