ჯორჯ კენტი - მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური - კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს, ვფიქრობ, ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა

ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი გათავისუფლება იმისთვის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

„კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი, როგორც მათ გასულ წელს გააკეთეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ქვეყნის გამო, ვინაიდან, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

ინფორმაციისთვის, მანამდე მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ საკუთარ სიტყვით გამოსვლაშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო დაძაბა.

„ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა