ნატალი საბანაძე - ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი

ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ ფრანგულ გაზეთ Le Monde -თან საუბრისას განაცხადა.

ამავე ინტერვიუში საბანაძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან ჰქონდა უთანხმოება. მისი აზრით, საქართველოში ევროპული შუამავლობა ვერ ახერხებს კრიზისის განმუხტვას.

აღსანიშნავია, რომ Le Monde-თან საუბარში გაკეთებულ განცხადებაზე, ნატალი საბანაძემ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა. როგორც ის წერს, სტატიაში მთელს პოლიტიკურ კლასზე საუბრობს და მისი პოზიციის პოზიციის "ზედმეტად პოლიტიზირება უადგილოა".

"ჩემი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება, მისი ზედმეტად პოლიტიზირება უადგილოა. ამ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე, მთელს პოლიტიკურ კლასზე, რომელიც პროევროპული ორიენტაციისა, მაგრამ მოლოდინია, რომ იქნება ევროპული თავის ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებში", - წერს საბანაძე.

შეგახსენებთ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე