დეპუტატები JTEC-ში და საერთო საჯარისო ცენტრში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი(JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პარლამენტარებს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.

„საკანონმდებლო ორგანოს წევრები JTEC-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის, ახალი ნაგებობის მშენებლობის პროცესს დააკვირდნენ და ახლადდასრულებული სასადილოს შენობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა MILES - ის აღჭურვილობა ენახათ და VBS-3-ის და JCATS-ის შესაძლებლობებს გაცნობოდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე დეპუტატებს JTEC-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პარლამენტის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები საერთო საჯარისო ცენტრშიც იმყოფებოდნენ, ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაათვალიერეს, რომელიც ღია და დახურულ სავარჯიშო დარბაზებსა და მოედნებს მოიცავს. სტუმრები ადგილზე სასწავლო პროცესსაც დააკვირდნენ და საჰაერო, ჯავშანსატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის სიმულატორებს გაეცნენ. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) და ვაზიანში სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:დეპუტატები JTEC-ში და საერთო საჯარისო ცენტრში იმყოფებოდნენ

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო