ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს

პარტიული სიის სანქცირება მისი რეგისტრაციის მოხსნით, იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება, - ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასვკნაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის შესწორების პროექტს ეხება.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კანონპროექტმა შესაძლოა, კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლება ერთდროულად შეზღუდოს.

„ხმის მიცემისა და არჩევნებში კენჭისყრის საკითხი რამდენიმე პირობაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მათ შორის პიროვნების მოქალაქეობაზე - მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში პოტენციური საგარეო ჩარევის თავიდან აცილება შემზღუდავი ღონისძიებებით შეიძლება გამართლდეს, მეორეს მხრივ, ამ კუთხით კანონში ნათელი პარამეტრების ქონა აუცილებელია. საკუთრივ, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის აზრით, სხვა ქვეყნის მოქალაქეების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა შეიძლება ლიმიტირებული იყოს პარტიის შექმნის თვალსაზრისით და არა მათი წევრობის.

ამას გარდა, პარტიული სიის სანქცირება მისი რეგისტრაციის მოხსნით, იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება და მეტისმეტად შეზღუდავს იმ კანდიდატების უფლებას, იყვნენ რა არჩეულნი, რომლებიც პარტიულ სიაში არიან, ამ მხრივ შეიზღუდება ამომრჩევლის უფლებაც, გააკეთოს რა არჩევანი.

დამატებით, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი შეშფოთებას გამოხატავენ იმ ობიექტური კრიტერიუმების ნაკლებობის გამო, რომელიც ტერმინ „პოლიტიკურ ლიდერს“ განსაზღვარს, ამან შესაძლოა ზედმეტად სუბიექტური და ბუნდოვანი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს და სამართლებრივ გაურკვევლობას შეუწყოს ხელი“, - აღნიშნლია ვენეციის კომისიის დაკსვნაში.

ვენეციის კომისია დამატებით შეშფოთებას გამოხატავს დროის ლიმიტირებულობისა და იმ რისკის მიმართ, რაც იმას გულისხმობს, რომ რეგისტრაცია გაუქმებული პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ხმების დათვლა აღარ მოხდეს, შედეგად კი ამომრჩეველთა ხმები განულდეს და მათი არჩევანის გაკეთების უფლება შეიზღუდოს. ვენეციის კომისია, აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციას გასცემს, რომ კანონპროექტის მიღების საკითხი გადაიხედოს.

„პოლიტიკური პლურარიზმისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გასცემენ მთავარ რეკომანდაციას - შემოთავაზებული შესწორების მიღების საკითხი გადაიხედოს“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ ორი კანონპროექტი დააანონსა. პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იმ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას/გაუქმებას ითვალისწინებს, რომელებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ. რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო პაკეტს, ინიციატივა იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ისეთი პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, აქტიური საარჩევნო უფლებების აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

შეგახსნებეთ, რომ 23 დეკემბერს, საკანონმდებლო პაკეტების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ტექსტებზე მოსაზრების მოსმენის მიზნით მათი ვენეციის კომისიასა და ოდირში გადაგზავნის ინიციატივით გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო:ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას "არაპროპორციულ ზომად" მიიჩნევს და "ქართულ ოცნებას" მიმართავს

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე