თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულებისას გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.

ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით ექნებათ.

ასევე, როგორც შეხვედრის დასრულებისას გახდა ცნობილი, ვაქცინაციის შემდეგ ვაცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა და ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა