უკრაინაში კორონავირუსით დაღუპულთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ით კიდევ 342 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეკორდული იყო ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც, რადგან ბოლო 24 საათში, უკრაინის საავადმყოფოებში 5 483 კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 14 134-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში ინფიცირების 1 276 272 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან დაღუპულია 30 773 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსით მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა დაწყებულია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებთ 41 მილიონს შეადგენს, ვაქცინის პირველი დოზა 137 026 ადამიანს აქვს გაკეთებული.

იხილეთ ვიდეო:უკრაინაში კორონავირუსით დაღუპულთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს