მამუკა კაციტაძე - არ მახსენდება, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის ენა ყოფილიყო ისეთი, რაც იყო - ხელისუფლება მთლად ისე რეგვენად არ მიმაჩნია, რომ ვერ მიხვდეს, რასთან აქვთ საქმე

საქართველოს შესახებ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სპეციალური, ასეთი ტიპის სხდომა, დიპლომატიური ენა აღარ იყო, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" წევრმა მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების საკითხი, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრეს კონტროლზე იქნება აყვანილი.

„მივიღეთ რაც მოსალოდნელი იყო, როგორც ერთვება საერთაშორისო საზოგადოება. ერთვება აქტიურად, მაგრამ გუშინდელ ჩართულობას აქტიურობას ვეღარ დავარქმევთ, რადგან არ მახსენდება, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტს საქართველოზე სპეციალური, ასეთი ტიპის სხდომა მიეძღვნა და ენა ყოფილიყო ისეთი, რა ენაც იყო. ეს აღარ იყო უკვე დიპლომატიური ენა, ეს არ იყო ის ენა, რითიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და შემდეგ უკვე მისი წარმომადგენელი საქართველოში ჩამობრძანდა. ახლა ახალ ვიზიტს ველოდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ენაც აღარ იქნება ის ენა, რომლითაც პირველმა ვიზიტებმა ჩაიარა.

პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქვს ოპოზიციასაც. არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას აქვს. ნებისმიერი მოლაპარაკება აპრიორი ნიშნავს, რომ კომპრომისი ორივე მხრიდან უნდა განხორციელდეს. მთლად ისე რეგვენი არ მიმაჩნია ხელისუფლება, რომ ვერ მიხვდნენ რასთან აქვთ საქმე, რომ შეთანხმება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრეს კონტროლში იქნება აყვანილი. შეიძლება ვიღაცებს მოწყინდათ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, 2022 ისევ საარჩევნო წელი იქნება“, - განცხადა კაციტაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა