ლევან გოფოძე - ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დეტალურად ავუხსნათ მოსახლეობას ვაქცინაციის სიკეთე

ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დეტალურად ავუხსნათ მოსახლეობას ვაქცინაციის სიკეთე, თუ გავითვალისწინებთ რამდენი სასიკვდილო დაავადება აგვაცილა ვაქცინამ, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და კლინიკების ხემძღვანელებს შორის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

როგორც ლევან გოფოძე აცხადებს, ვაქცინა გადარჩენის საშუალებაა და მას ალტერნატივა არ აქვს.

„ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ყველა ვაქცინას აქვს თავისი უკუჩვენება, გართულებები და გვერდითი მოვლენა. არ არსებობს ვაქცინა, რომლის მიმართაც ადამიანს არ ჰქონდეს რეაქცია. სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას" ასეთი შედეგი მოჰყვა, რომელიც მთელი ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგია. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის გარდა სხვა საშუალება გვაქვს და უნდა გვეშინოდეს ვაქცინაციის, ვაქცინა ჩვენი გადარჩენის საშუალებაა", - აცხადებს გოფოძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა