ინდოეთის ჯანდაცვის უწყება - ქვეყანაში კორონავირუსის ორმაგად მუტაციური ვარიანტი დაფიქსირდა

ინდოეთში კორონავირუსის ახალი, მანამდე აღმოჩენილი ვარიანტებისგან განსხვავებული სახეობა გამოვლინდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში აღმოჩენილია კორონავირუსის ის ვარიანტები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და ასევე ახალი, ორმაგად მუტაციური ვარიანტი, მათი რაოდენობა არც ისე ბევრია, რომ ზოგიერთ შტატში ინფიცირების შემთხვევების ზრდას დავუკავშიროთ“, - აცხადებენ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაში.

ცნობისათვის, ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 11 734 058 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 160 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ- სა და ბრაზილიის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთის ჯანდაცვის უწყება - ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი ორმაგი მუტაციით დაფიქსირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა