"ბოლტ ფუდის" კურიერების აქციას სოლიდარობის ნიშნად „ვოლტისა" და "გლოვოს" კურიერებიც შეუერთდნენ

სპორტის სასახლესთან ”ბოლტ ფუდის” კურიერები საპროტესტო აქციას მართავენ. აღნიშნულ აქციას სოლიდარობის ნიშნად უერთდებიან ,,ვოლტისა” და ,,გლოვოს” კურიერებიც.

აქციის მონაწილეები დაბალ ტარიფებს და საბონუსე სისტემის გაუარესებას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. კურიერების ინფორმაციით, გუშინდელი აქცია ,,ბოლტის” ოფისთან გაიმართა, რის გამოც სამსახურიდან 25-მდე ადამიანი დაითხოვეს.

,,ყველაზე მთავარი პრობლემა რაც დღეს კურიერებს აქვთ არის პარტნიორული ხელშეკრულება, რომელიც ხელს უშლის კურიერსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას და იმ სარგებლების ქონას, რაც შრომის ურთიერთობას გააჩნია, მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულება, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დასაბუთება ან სხვა.

გუშინ ეს ადამიანები იყვნენ „ბოლტის“ ოფისთან მისულები, აპროტესტებდნენ ტარიფების კლებას და ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას ამ პრობლემების მოგვარებაზე ეზრუნა, უნამუსო ნაბიჯი გადადგა და დაიწყო ამ ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან. პროტესტიდან ერთ საათში 20-25 კურიერი იყო გათავისუფლებული”, - აღნიშნა აქციის მონაწილე თორნიკე ავსაჯანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:"ბოლტ ფუდის" კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა