“ათასწლეულის ფონდი” კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ 2020 წლის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს

“ათასწლეულის ფონდი” კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ 2020 წლის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ათასწლეულის ფონდიდან” აცნობეს, ღონისძიებას გახსნიან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი, ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან კონკურსში მონაწილე კომპანიების, საქართველოს პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„ჯილდო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.

კონკურსის პარტნიორები არიან: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

„ათასწლეულის ფონდმა“ კონკურსს საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა და ის მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კამპანიის მიერ ინიცირებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, კონკურსში 200-მდე კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან ბანკები, კერძო უნივერსიტეტები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო სექტორში მომუშავე კომპანიები, სასტუმრო და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა