თენგიზ ცერცვაძე - დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა

ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასშტაბური ვაქცინაციის შემთხვევაში, დასტაბილურდება ეპიდვითარება და მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათიც“.

მისი განცხადებით, ადამიანებმა კვლავ უნდა გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.

„საქართველო დღე გზაგასაყარზე დგას. უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი. პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოვებთ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში, ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, ისეთი, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს.

ეს არის ის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის „კომენდანტის საათის“. ბიზნესი და ეკონომიკა ღია იქნება, ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. თითოეული ჩვენგანი იგრძნობს თავის თავზე, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც გასულ წელს იყო. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, პირბადეების ტარება. მეორე გზა, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ვადგავართ, გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ავიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ჩავატარებთ. დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა. იცით, რომ ხვალ „ფაიზერი“ შემოდის. გარდა ამისა, მასობრივად უნდა დავუფრუნდეთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე, რაც ამ ბოლო დროს ასე გახშირდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა