თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში „ბრიტანული შტამი“ მასიურად რომ იყოს გავრცელებული, ინფექციის დაბალ რიცხვს ვერ შევინარჩუნებდით

საქართველოში „ბრიტანული შტამი“ რომ მასიურად იყოს გავრცელებული, ინფექციის დაბალ რიცხვს ვერ შევინარჩუნებდით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შერჩევითი გამოკვლევით ბრიტანული შტამის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„ბრიტანული შტამის კვლევა თითოეული ავადმყოფის დიაგნოსტიკის დროს შეუძლებელია. მას „პისიარ“ მეთოდი არ ყოფნის, უნდა მოახდინო მისი სეკვენირება, გენეტიკური კვლევა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება.

მსოფლიოში არსად და მათ შორის, არც ბრიტანეთში, ყველა ავადმყოფს არავინ იკვლევს ბრიტანული შტამია, ჩინური თუ აფრიკული. შერჩევითი გამოკვლევა ხდება და როდესაც შერჩევითი გამოკვლევის რაოდენობა მატულობს, შემდეგ ვარაუდობენ, რომ ეს შტამი მასიურად გაგრძელდა. საქართველოში შერჩევითი გამოკვლევით ბრიტანული შტამის რამდენიმე შემთხვევა იქნა ნანახი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა