ირაკლი ქადაგიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ პარტიების დაფინანსებასა და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევაზე კანონპროექტების მიღების უფლება არ გვაქვს

ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ პარტიების დაფინანსებასთან და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევასთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღების უფლება არა გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, მოსალოდნელია პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების დაკორექტირება, მაგრამ არა მათი გაწვევა. მისივე თქმით, ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არ არიან შესული, არსებული კანონიდან და რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელფასს ვეღარ იღებენ.

„ამ შემთხვევაში მოქმედი კანონი უკვე მუშაობს. რაც შეეხება პარტიების დაფინანსებასთან და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევასთან დაკავშირებულ საკითხს, ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ არა გვაქვს ასეთი კანონპროექტის მიღების უფლება. დასკვნაში საუბარია, რომ გარკვეული რისკები სხვანაირად უნდა იყოს შეფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ რისკებზე გარკვეული საკითხების გადახედვას და კიდევ ერთხელ შეფასებას. სანქციები უნდა იყოს, თუმცა სანქციების რიგითობა, სიმწვავე და სიმკაცრე ვენეციის კომისიის შეფასებებიდან გამომდინარე, შეიძლება გადაიხედოს. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში ჩარევის უფლება არა აქვს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება პარტიის პირდაპირ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი კი არ დავსვათ, არამედ საჯარიმო სანქციების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. 2 ათასი ლარი, რაც ახლაა დადგენილი, იმდენად არარელევანტური ჯარიმაა, რომ ასეთი მოქმედების აღსაკვეთად შემაკავებელი ფაქტორი ვერ ხდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ქადაგიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ პარტიების დაფინანსებასა და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევაზე კანონპროექტების მიღების უფლება არ გვაქვს

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს