BTU-ში გახსნილი ახალი ტექლაბის ერთ-ერთი პირველი პროექტი Volvo-ს ბელგიის ოფისის მიერ ჩატარებული მასტერკლასი იქნება

BTU-ში გახსნილი ახალი ტექლაბის ერთ-ერთი პირველი მსხვილი პროექტი Volvo-ს ბელგიის ოფისის მიერ ჩატარებული მასტერკლასი იქნება. ვებინარი ღია იქნება და მასზე დასწრება სტუდენტებს, სტარტაპებსა და უნივერსიტეტის ინდუსტრიულ პარტნიორებს შეეძლებათ.

ტექლაბი „ინდუსტრია 4.0“ BTU-ში 24 მარტს გაიხსნა და მის ფარგლებში ტრენინგები და მასტერკლასები საერთაშორისო ტექბრენდების ჩართულობით და სრული დაფინანსებით ჩატარდება. ლაბში სტუდენტები უახლეს მაღალტექნოლოგიურ გადაწყეტილებებზე სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ.

სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი 2021 წლის აპრილიდან, სტარტაპებისთვის, სტუდენტებისთვის და ინდუსტრიული პარტნიორებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. Microsoft-ის გადაწყვეტილებები ბიზნეს ანალიტიკისთვის, Power BI, Dynamics 365, Azure, Google-ის ინსტრუმენტები, Cloud და Analytics, ვირტუალური რეალობა და პროდუქტის 3D ვიზუალუზიაცია, Unity, Unreal engine, Blender, Adobe-ის სხვადასხვა პროდუქტები, პოდკასტების სერია ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ და სხვა პროექტები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პარტნიორობით აიღებს სტარტს.

პროექტის პარტნიორები არიან წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები ბელგიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, რომლებიც ლაბის ფარგლებში ახალი სასწავლო მოდულის შესაქმელადაც ერთიანდებიან: “Digital Strategist: Developing New Digital Initiatives” BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ლაბის ტექნოლოგიური პარტნიორები აგრეთვე არიან Orient Logic, VR House, LAB, Spectre და სხვა კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ სფეროში არსებულ უახლეს გადაწყვეტილებებს და ინოვაციებს, გამართავენ ვორკშოპებს და სემინარებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, ლაბორატორიის მიზანი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ერთობლიობაში სწავლება და მაღალკვალიფიცური პროფესიონალების ჩამოყალიბებაა.

„დღეს ნებისმიერი ბიზნესი მჭიდროდ უკავშირდება ტექნოლოგიებს. მოსაზრება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტსს ბიზნესი არ აინტერესებს და პირიქით, სრულიად მიუღებელია. ასეთი მოცემულობა აღარ არსებობს. სწორედ ეს არის ჩვენი ახალი ლაბორატორიის მიზანიც. ახლო პარტნიორებთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც სტუდენტებს წვდომა ექნებათ ბიზნესისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე. ტრენინგები ხვალიდან დაიწყება და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს ყველაფერი კი ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები გვასწავლიან, როგორ უნდა ვასწავლოთ ინოვაციების მართვა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. ამ პროცესში უმნიშვნელოვანია MIT-ის პარტნიორობა. ვიწყებთ იმ გამოწვევებზე აქტიურ მუშაობას, რაც პანდემიამ დღის წესრიგში დაგვიყენა,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია 4.0 შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - HEIn4 ფარგლებში.

(R)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ