ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში - ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა უარესდება

ბევრ ევროპულ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება, რამდენადაც იზრდება კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვი, ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა , - ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ სულ უფრო საგანგაშო გარემოებების მოწმენი ვხდებით. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 19 ქვეყანა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ იტყობინება, ევროკავშირის წევრი 15 ქვეყანა აცხადებს, რომ გაიზარდა ჰოსპიტალიზებულთა და რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფთა რიცხვი, ხოლო 8 წევრი ქვეყანა სიკვდილიანობის რიცხვის ზრდის შესახებ აცხადებს. რა თქმა უნდა, სიტუაცია შემაშფოთებელია, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტების რიცხვმა იმატა. „ბრიტანული ვარიანტი“ ახლა დომინანტური შტამია, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ცირკულირებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, ამის საპასუხოდ, კომისიამ განაცხადა, რომ იგი ამკაცრებს ევროკავშირში დამზადებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის წესებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო