ჟოზეფ ბორელმა რუსეთს „საშიში მეზობელი“ უწოდა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი რუსეთს „საშიშ მეზობელს“ უწოდებს. ამის შესახებ მან დღეს, ბრიუსელში ჟურნალისტებს ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობებს უკავშირდება.

„რუსეთი შორდება ევროპულ ფასეულობებს. სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა ხდება: ნავალნის საქმე, კიბერშეტევა, დეზინფორმაცია, მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობა“, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა რეაგირება უნდა განახორციელოს მოსკოვის არამართლზომიერ ქმედებებზე, მათ შორის სანქციებით, მაგრამ, ამავდროულად, უნდა შენარჩუნდეს „არხები კომუნიკაციისთვის“ კრემლთან.

ბორელი ემხრობა რუსეთთან დიალოგს, რომელიც საერთო პრობლემებს უკავშირდება საერთო ინტერესებთან დაკავშირებით.

მან მაგალითად მოიყვანა ბირთვული შეთანხმება ირანთან და კლიმატის ცვლილების საკითხი.

„მაგრამ, პირველ რიგში, უნდა შევაკავოთ რუსეთი, პასუხი გავცეთ მას, თუკი ის არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება ნატოსთან ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში“, - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა