ადვოკატის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ განაცხადა.

მისი თქმით, წინა დღით პოლიტიკოსს „ფეხი წაერთვა“, მანამდე კი, მისივე ცნობით, ნავალნის დიდხანს სტკიოდა ზურგი.

ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის ადვოკატები კოლონიასთან იმყოფებიან, სადაც ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის, თუმცა, იქ მათ არ უშვებენ.

ნავალნის თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი ვარაუდობს, რომ პოლიტიკოსი, შესაძლოა, ციხის საავადმყოფოში იყოს და ციხის ადმინისტრაციას ამ ფაქტის დამალვა სურს.

ალექსეი ნავალნი ქალაქ პაკროვის ნომერ მეორე კოლონიაშია მოთავსებული, სადაც ის 15 მარტიდან გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა