ანა დოლიძემ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან ერთად აქციაში მიიღო მონაწილეობა

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართეს და პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანის თხოვნით “მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერს ანა დოლიძეს მიმართეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “მოძრაობა ხალხისთვის” პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მოსახლეობამ ანა დოლიძეს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, თბილისის მერიამ ზუსტ დროში მიაწოდოს ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა მარშალ გელოვანის ტერიტორიაზე ცხოვრება და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას მათ განსახლებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ე.წ. დევნილთა კორპუსში მცხოვრები 1500-მდე ადამიანი მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.

„უკვე რამდენი ხანია მეწყერთან დაკავშირებით საშიშროების მომცველი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების და თბილისის მერიის მხრიდან ჩვენ ამ მოგვისმენია მყარი და უტყუარი ინფორმაცია, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რისი ბრალია ეს მოვლენა და როგორ განვითარდება პროცესები მომავალში. ბუნებრივია, რომ ამ მთასთან მცხოვრებ მოსახლეობას აქვს საფრთხის შეგრძნება და ისინი ეძებენ პასუხებს ძალიან სერიოზულ კითხვებზე - რა ელის ამ კორპუსს, რომელიც ყოველ ღამეს შიშით ათენებს. მიუხედავად იმისა, რომ ათასი შეკითხვა და მოთხოვნა უკვე დაისვა, მათ შორის მეც მივმართე დედაქალაქის საკრებულოს, ჩვენ არ მოგვისმენია დამაჯერებელი ინფორმაცია, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა. დღევანდელი აქციის მიზანი არის, რომ ხელისუფლებისაგან და მერიისგან დროზე მოვისმინოთ პასუხები - რა ხდება მეწყერის ზონაში და რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას - საფრთხის შემთხვევაში მზადდება თუ არა მათი განსახლების გეგმა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციის მსვლელობისას ერთ-ერთი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა მედიის წარმომადგენლებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერს, რის გამოც ადგილზე პატრული გამოიძახეს.

მათივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა