ინდოეთმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ექსპორტი დროებით შეაჩერა

ინდოეთმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტი შეაჩერა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რის გამოც ინდოეთი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას გეგმავს, ეს კი ვაქცინაზე მოთხოვნის გაზრდას გამოიწვევს.

გასული დღის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 47 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 275 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 1-ელი აპრილიდან 45 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაციის დაწყება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდება. ინდოეთის მიერ ვაქცინის მიწოდება, შესაძლოა, აპრილის ბოლომდე შეფერხდეს.

BBC-ი წერს, რომ ვაქცინის ექსპორტის შეჩერებით ის 190 ქვეყანაც დაზარალდება, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „კოვაქსის“ სქემის ფარგლებში იღებენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვაქცინების უმსხვილესმა მწარმოებელმა „ინდოეთის სერუმის ინსტიტუტმა“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაგზავნა გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და მაროკოში ოთხი კვირით შეაჩერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო