ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, - BBC-ის ცნობით ამის შესახებ ინფორმაციას აშშ და იაპონია ავრცელებენ.

იაპონიის პრემიერ- მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ რაკეტების გამოცდა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და მშვიდობას როგორც მის ქვეყანაში, ასევე მთელს რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ფხენიანს ეკრძალება ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, რომელიც საფრთხის შემცველ იარაღად ითვლება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ ორი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა, რომელიც ყვითელ ზღვაში ჩავარდა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით, ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, ფრთოსანი რაკეტების გამოცდა აკრძალული არ არის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს