BDO საქართველოს მდგრადობის სტრატეგია - კომპანია 2020 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

გლობალური პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების პირობებში, BDO-მ საქართველოში 2020 წელი მთლიანი შემოსავლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლით და გაზრდილი გუნდით დაასრულა.

მთლიანი შემოსავალი 19.5 მლნ ლარის ოდენობით და 7.6%-იანი ზრდა 2019-თან შედარებით ნიშნავს, რომ კომპანიამ შეძლო დროული და ეფექტური რეაგირება მასშტაბურ გამოწვევაზე. ამით შეინარჩუნა განვითარების სასურველი რიტმი და კრიზისის პირობებში მაქსიმალური ძალისხმევა მიმართა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან არეებზე: გააძლიერა თანამშრომლებზე, მათ განვითარებაზე ზრუნვა და მოიზიდა ახალი ტალანტები, გააგრძელა ინვესტირება ტექნოლოგიებში და განსაკუთრებულ ფოკუსში მოაქცია ბიზნეს ეთიკა და პასუხისმგებლობა კლიენტებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება ტრადიციულად BDO-ს უმსხვილესი სერვისია, რომლის ხვედრითმა წილმა შემოსავალში 30% შეადგინა. ასევე გაიზარდა არამარწმუნებელი მომსახურებების ჯამური პორტფელი, რომელშიც შედის BDO Digital-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული ტრანსფორმაციის სერვისები, საგადასახადო მიმართულება და იურიდიული პრაქტიკა, ბიზნესსერვისები და აუთსორსინგი, კორპორაციული ფინანსები და ბიზნესტრენინგები.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „უჩვეულო რეალობა, რომელშიც 2020 წლის მარტიდან აღმოვჩნდით, დიდი გამოწვევა იყო მთლიანად ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მკაფიოდ განსაზღვრული მისიის და ფასეულობების მნიშვნელობაში ორგანიზაციისა და გუნდისთვის. თითოეული ნაბიჯი, რომელიც ამ პერიოდში გადავდგით ამით იყო ინსპირირებული - ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, გაათმაგებული პასუხისმგებლობა პროფესიონალიზმის და ბიზნეს ეთიკის თვალსაზრისით ჩვენი კლიენტების და ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ, გამორჩეული აქცენტი ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც პრაქტიკულად გადაარჩინა და მეტ-ნაკლებად მწყობრი კალაპოტი შეუნარჩუნა ბიზნესს. შევეცადეთ მყარი პარტნიორობა გაგვეწია ჩვენი კლიენტებისთვის, არათუ შეფერხება არ შეგვექმნა სერვისების მიწოდებაში, არამედ უცვლელი ხარისხით და გამორჩეული გულისხმიერებით გვეთანამშრომლა მათთან. გლობალურმა კრიზისმა ყველა ბიზნესი უჩვეულოდ მსგავსი გამოწვევების წინაშე დააყენა. მოხარული ვართ, რომ შევძელით კლიენტებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება წარმატების მისაღწევად ახალ რეალობაში, რადგან ჩვენც ანალოგიური გზის გავლა მოგვიწია სირთულეებში ლავირებისას.“

ადამიანი, როგორც პრიორიტეტი

ადამიანების მხარდაჭერა BDO-სთვის უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ხალხზე ზრუნვას და მათ გაძლიერებას გულისხმობს. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული მიზეზებით კომპანია არათუ არავის დაუტოვებია, არამედ თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ვითარება ასევე არ შეხებია თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას. 2020 წლის განმავლობაში დაწინაურდა 97 პროფესიონალი და 31 დეკემბრის მდგომარეობით, BDO საქართველოში წარმოდგენილი იყო 11 პარტნიორით, 204 პროფესიული და 48 ადმინისტრაციული თანამშრომლით.

კრიზისზე პირველადი რეაგირების ეტაპზე უპირველესი საზრუნავი ოფისში თანამშრომლების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა იყო. მალევე პანდემიის გამოცხადებას კომპანია მომზადებული შეხვდა დისტანციური მუშაობისთვის გამართული, კომფორტული და უსაფრთხო სისტემებით. თანამშრომლებისთვის უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომი იყო ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები სპეციალურად ამისთვის შექმნილ ვირტუალურ სივრცეებში. სოციალური დისტანცირების პირობებში, ინფორმირებულობის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებისთვის ექსპლუატაციაში ჩაეშვა BDO-ს ინტრანეტი, ვირტუალური ოფისი.

მუდმივი განვითარება

განვითარება, თანამედროვე ტენდენციების თუ ტექნოლოგიების ათვისების და დანერგვის მიღმა, BDO-სთვის უმთავრესად ინოვაციურ აზროვნებასა და მიდგომებზე მუშაობას ეფუძნება. ინოვაციებს და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას კომპანიაში იმის რწმენით უდგებიან, რომ „მომავალი“ დროში შორი აღარ არის, არამედ უბრალოდ განვითარების შემდეგ, გარდაუვალ ეტაპს გულისხობს. შესაბამისად, პანდემიის და სოციალური დისტანცირების გამოცხადების პერიოდისთვის კომპანია უკვე იმდენად იყო მზად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად ერთ კვირაში სრულფასოვნად გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე.

ISO/IEC 27001 სტანდარტით დაცულმა ინფორმაციულმა და მონაცემთა უსაფრთხოებამ უზრუნველყო სამუშაო გარემოს და სერვისების ღრუბელზე გატანის სრული კომფორტი თანამშრომლებისა და კლიენტებისათვის. კოლაბორაციის თანამედროვე პლატფორმის BDO Portal-ის დანერვა მომსახურების პროცესში ერთ-ერთი იყო, რამაც შესაძლებლობა მისცა კომპანიას, დახმარებოდა კლიენტებს ციფრული გამოცდილების საფეხურზე უმტკივნეულოდ და ეფექტურად გადასვლაში.

გარდა ამისა, 2020 წლის განმავლობაში BDO-მ ავტომატიზაციის, მონაცემთა ანალიტიკის, აპლიკაციების, მხარდაჭერის პორტალების, ჩეტბოტების რეკორდული სერია შექმნა. ეს იყო კრიზისზე რეაგირების და მისი შემდგომი მდგრადობის ეტაპისთვის აუცილებელი განვითარება, რამაც გაამარტივა ახალ რეალობაში გარდასახვის პროცესი.

სერვისების ციფრულ ფორმატში მიწოდების, მონაცემების ანალიტიკის და ავტომატიზაციის ფართო შესაძლებლობები იქცა BDO-ს ახალი ბრენდის - BDO Digital-ის წინაპირობად, რომლის ქვეშაც 2020 წელს კომპანიის ტექნოლოგიური სერვისების მთელი სპექტრი გაერთიანდა.

პროფესიონალიზმი და ბიზნეს ეთიკა

2020 წლის კრიზისი ნამდვილი გამოცდა იყო ბიზნესისთვის. ამ ვითარებაში BDO-მ რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთა კლიენტების და მათი საქმიანობის მხარდაჭერისთვის და კომპანიის ვებსაიტზე სპეციალური კრიზისის საპასუხო გვერდი შექმნა. ეს იყო ერთიანი ჰაბი მიმდინარე გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტების, სპეციალური სერვისების, უსასყიდლო ვებინარების, ტრენინგების, ანალიტიკური მასალის, მრავალფეროვანი მედია/ონლაინ რესურსების და 24/7 კონტაქტის შეთავაზებით ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

პანდემიის დაწყებიდან მალევე BDO-მ გლობალურად წარადგინა ბიზნესისთვის ახალ რეალობაში ადაპტაციის მოდელი - Rethink-ი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დახმარებოდა ახალ რეალობასთან ადაპტაციაში. BDO საქართველოში აქტიურად ჩაერთო მოდელის პრაქტიკულად ამუშავების პროცესში, გაეშვა ქართულენოვანი ვებგვერდი და კონცეფციის ფარგლებში დაიწყო გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარება საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის.

ინოვაციების 20 წელი

2020 წელს BDO-ს საქართველოში არსებობის 20 წლის იუბილე შეუსრულდა. პანდემიის გამო კომპანიამ შეგნებულად უკანა პლანზე გადაწია ამ მნიშვნელოვანი თარიღის სათანადო აღნიშვნა.

21-ე წელია, BDO ფეხდაფეხ მიჰყვება ათასწლეულს, რომლის რიტმი და თავისებურებები ზუსტად აისახება კომპანიის განვითარების ხასიათზე. ურთიერთობის უნიკალურ კულტურასა და ინოვაციურ აზროვნებაზე აგებული ბრენდი აერთიანებს მომავლის პროფესიონალებს თანამედროვე კომპეტენციებით, განვითარებისკენ სწრაფვით და გულისხმიერი დამოკიდებულებებით.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა