იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დაიწყო

იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ სტარტი ფუკუშიმას პრეფექურაში მდებარე J-Village-ის საწვრთნელი კომპლექსის ფეხბურთის სტადიონზე აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ცეცხლის 120-დღიანი მოგზაურობა იაპონიის საფეხბურთო ქალთა გუნდის წევრებმა დაიწყეს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ოლიმპიური ცეცხლს იაპონიაში 859 ადგილს მოატარებენ და საბოლოოდ, 23 ივლისს, ოლიმპიურ სტადიონზე მიიტანენ, სადაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართება.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია, რომელზეც, თავდაპირველად ათასობით გულშემატკივრის დასწრება იყო დაგეგმილი, მაყურებლის გარეშე ჩატარდა და მას მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოლიმპიადის ორგანიზატორების მცირე ჯგუფი დაესწრო.

სიმბოლური იყო ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ფუკუშიმას პრეფექტურაში დაწყებაც. ამ ნაბიჯით ხაზი გაესვა იმას, რომ რეგიონმა 2011 წელს ატომურ რეაქტორზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ აღდგენა შეძლო.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, 1 წლით გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა