„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ პრორუსულ და ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ წლიურ ანგარიშს წარადგენს

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ პრორუსულ და ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ასოციაციის ცნობით, წლიური ანგარიში, „დეზინფომეტრი 2020“ GRASS-ის მიერ წლის მანძილზე გამოცემულ 5 ორთვიან ანგარიშს ეყრდნობა და მის მიზანს საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული (მათ შორის კრემლის და მისი მხარდამჭერი ჯგუფების) გზავნილების გაანალიზება და მათში არსებული ტენდენციების გამოკვეთა წარმოადგენს.

„წლიური ანგარიშის დახმარებით, „საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ სურს, გააცნოს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს, თუ რა მიმართულებებით მუშაობს პროპაგანდა და მისცეს მათ რეკომენდაციები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად; ასევე ხელი შეუწყოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას და მედეგობის გაძლიერებას ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებით, რუსეთი საქართველოში მისთვის სასურველი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მედიისა თუ ინტერესთა ჯგუფების გამოყენებით, ის განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოს მიერ დეკლარირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო კურსსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ეროზიაზე აკეთებს. ასევე, ანტიდასავლური დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კრემლი საქართველოში ღიად პრორუსული (ან მინიმუმ ნაკლებად „ანტირუსული“) პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლასა და ქვეყნის რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებას ისახავს მიზნად. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS“ არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში დაარსდა. GRASS-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროების კვლევასა და მათ სიღრმისეულ ანალიზს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა